თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2012 » იანვარი » 31 » ჯასტინ ბიბერმა საკუთარ ფანს სისხლი გადაუსხა
10:34 PM
ჯასტინ ბიბერმა საკუთარ ფანს სისხლი გადაუსხა
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ახალგაზრდა მომრერლები, სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი თავყვანისმცემელთა სურვილების შესრულებას განაგრძობენ.

რამდენიმე დღის წინ ახალგაზრდა მომღერალს, ჯასტინ ბიბერს მოულოდნელად, სოციალურ ქსელს „ტვიტერის" საკუთარ გვერდზე შეტყობინება დახვდა. მომღერალს მისი ახალგაზრდა ფანი გოგონა დახმარებას სთხოვდა. დახმარება კი ამ შემთხვევაში მომღერლის სისხლი იყო.

მომღერალს არ დასჭირვებია დრო ეფიქრა, თუ რა გადაწყვეტილება მიეღო. რამდენიმე საათში, ჯასტინ ბიბერის სისხლი უკვე სინჯარაში იყო იმ ადამიანისთვის, ვინც ბიბერს „ტვიტერზე" შეტყობინება დაუტოვა.

ჰელენის სამადლობელი წერილის შემდეგ, ჯასტინმა განცხადებაც გააკეთა: „მოხარული ვარ, რომ დახმარება შევძელი. ეს ყველაზე საუკეთესო რამაა, რაც ოდესმე გამიკეთებია."

ბიბერის ქმედება მისაბაძი აღმოჩნდა მისი ფანებისთვის. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა მომღერალი ონტარიოს ერთ–ერთ კლინიკას სისხლის ჩასაბარებლად ესტუმრა, ბიბერის ფანებმაც ანალოგიურად მოქცევა გადაწყვიტეს. ათეულობით ფანმა უფასოდ გაიღო სისხლი ონტარიოს შტატის ერთ-ერთი ჰოსპიტალის ავადმყოფთა დასახმარებლად.

შეგახსენებთ, რომ ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიბერის შეყვარებულმა, მომღერალმა სელენა გომესმაც აუსრულა ოცნება თავის თაყვანისმცემელს.

მომღერლის ფანს, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო იტანჯება, ოცნებად სელენას პირადად ნახვა და გაცნობა ჰქონდა. მოულოდნელად კი, მომღერალმა მას ეს ოცნება აუხდინა და საავადმყოფოში წინასწარი გაფრთხილების გარეშე მოინახულა.
კატეგორია: სხვა | ნანახია: 859 | დაამატა: ninibelieber | რეიტინგი: 3.0/1
სულ კომენტარები: 1
NINO
0
mainc mdzuls ver vitan qali :P
უპასუხე
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0