თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2012 » იანვარი » 19 » † გილოცავთ ნათლისღებას †
3:20 PM
† გილოცავთ ნათლისღებას †

ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანეში იოანე ნათლისმცემლისაგან ნათელ იღო.
იოანე ნათლისმცემელი სინანულს ქადაგებდა და მდინარე იორდანეში ხალხს ნათლავდა. სხვებთან ერთად მასთან იესოც მივიდა. იოანეს უღირსად მიაჩნდა თავი მის მოსანამოსანათლად და უთხრა, რომ უკეთესი იქნებოდა, თავად მიეღო ნათელი ქრისტესაგან, რაზეც უფალმა მიუგო: „დე,ასე იყოს ახლა, რადგან ჩვენ გვმართებს აღვასრულოთ ყოველი სიმართლე" (მათე 3,15) და მონათლა. როდესაც იესო ქრისტე წყლიდან ამოდიოდა,გაიხსნა მის თავზე ცა და ღვთის სული მტრედის სახით გადმოვიდა მასზედ, ციდან კი მამა ღმერთის ხმა მოისმა: „ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც შევიტკბე მე" ამ დღესასწაულს ღვთის განცხადებას უწოდებენ, რადგან მაცხოვრის ნათლისღებისას ქვეყნიერებას ერთარსება ღმერთის სამგვარობა გამოეცხადა.  წმიდა იოანე დამასკელის თქმით, უფალმა იმიტომ კი არ მიიღო ნათელი, რომ თვით სჭირდებოდა განწმენდა, არამედ იმიტომ, რომ წყლით განებანა კაცთა ცოდვები, „წყლის ბუნება" გაენათლებინა და კაცთათვის ნათლისღების სახე და მაგალითი ეჩვენებინა. ნათლისღებით ძველი სჯული დასრულდა და დასაბამი დაედო ახალს. რისტემ წყლით და სულიწმიდით განაახლა ცოდვებისაგან დამძიმებული კაცის ბუნება.  ნათლისღებისას ქრისტიანი უერთდება ქრისტეს სხეულს. წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი, გონებისათვის მიუწვდომლად, განსწმენდს სულს. ნათლობით ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება და იგი ღვთის შვილობის პატივს იღებს, მისი სულიერი ძალებs ახლდება.  ნათლისღების დღესასწაულზე ხდება წყლის კურთხევა, ანუ დიდი აიაზმა. ამ დროს წყალში ჯვარს სამგზის შთაფლავენ და და ჯვარს გამოსახავენ. სიმბოლურად ეს განასახიერებს უფლის სამგზის შთაფვლას იორდანეში. ნაკურთხ წყალს უდიდესი ძალა აქვს. მისი სხურებით იწმინდება ტაძრები,
„სული ღმრთისაჲ, გარდამომავალი, ვითარცა ტრედი, მოვიდა და დაადგრა მას ზედა" (მათე 3.16) და ამით გვაუწყებს, რომ მოვალს მშვიდობა დედამიწაზე, რომელიც ქრისტსტე იესუს განკაცებამ, ნათლისღებამ, ვნებამ და მკვდრეთით აღდგომამ უნდა მოუტანოს კაცობრიობას და მხოლოდ ამის შემდგომ, როცა აღესრულა ყოველივე, ე.ი. სიმართლრთლე სჯულისა და გარდამოხდა სული წმიდა, ხმაც იყო მამისა ზეცით, რომელიც იტყოდა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო-ვიყავ". შემდგომად ნათლისღებისა, „იესუ აღმოიყვანა უდაბნოდ სულისაგან გამოცდად ეშმაკისაგან". რატომ ეწოდება, და ბოლოს, დღევანდელ დღესასწაულს არა მხოლოდ ნალთისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? მხოლოდ ნალთისღება უფლისა ღვთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესუ ქრისტესი, არამედ ღვთისგანცხადებაც? მხოლოდ ამჟამად, ნათლისღებისას უფლისა გახდა აშკარა, რომ ღმერთი სამობით არის: ძე ნათელს იღებს, სული წმიდა გარდამოვალს, მამა ხმას მოსცემს ზეცით, რომელსა მხოლოსა ღმერთსა მამასა, ძესა და სულსა წმიდასა შვენის პატივი, დიდება, სიტკბოება და თაყვანისცემა აწ და საუკუნეთა უკუნისამდე. ამინ.ნათლისღების დღეს მიღებულია ნათლულმა მოინახულოს ნათლია და პატივი სცეს მის სულიერ აღმზრდელს.
† გილოცავთ ნათლისღებას † 
 




კატეგორია: სხვა | ნანახია: 903 | დაამატა: NINO | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
poppy
0
mec yvelas giloavt : )) <3
უპასუხე
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0