თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2012 » იანვარი » 7 » შობას გილოცავთ..
3:06 PM
შობას გილოცავთ..

ეკლესიისაკენ მიმავალი გზა.. მორიდებული ნაბიჯების ხმა.. უსიტყვო ფორიაქი.. მოლოდინით სავსე თვალები.. გაყინული ხელები და გამთბარი გული.. ეკლესიის კედლები.. ერთი სარწმუნოების ქვეშ, ერთ მუშტად შეკრული ხალხი..


     იესო ქრისტეს შობა.
  

             ამ დროს ისრაელის ქვეყანა ცალკე სამეფოს აღარ შეადგენდა და ემორჩილებოდა რომის იმპერატორს, ანუ კეისარს. მაშინდელმა კეისარმამოინდომა, შეეტყო, რამდენი სული მცხოვრები იყო მის საბრძანებელში. ამისთვის გასცა ბრძანება: ყოველი ჩემი ქვეშევრდომიგამოცხადდეს იმ ქალაქში, რომელსაც ეკუთვნოდნენ მისი წინაპარნი, და იქ ჩაეწეროსო. 

იოსები და მარიამი მეფე დავითის შთამომავალნი იყვნენ. ხოლო ამ მეფის სამშობლო ქალაქი იყო ბეთლემი. ამიტომ იოსები და მარიამინაზარეთიდან ბეთლემს უნდა წასულიყვნენ და იქ ჩაწერილიყვნენ. 

გზაზე დაუგვიანდათ და მხოლოდ ბინდისას მივიდნენ ბეთლემში. ქალაქი მთლად გავსებული დახვდათ მოსული ხალხით და ბინა ვეღარიშოვეს. ადგნენ, ქალაქის განაპირას გავიდნენ და შეეფარნენ გამოქვაბულს, სადაც მწყემსებს საქონელი შეუდიოდათ ავდრის დროს. 

სწორედ ამ ღამეს დაუდგა მარიამს დრო მშობიარობისა. შვა ძე, შეახვია და ჩააწვინა ბაგაში. ამგვარი სახით აღსრულდა წინასწარმეტყველისსიტყვა, რომელიც ამბობდა, ქრისტე ბეთლემში დაიბადებაო. 

ყველაზე ადრე ქრისტეს შობა შეიტყვეს იქაურმა მწყემსებმა. ეს მწყემსები საქონელს უდგნენ ღამით და აძოვებდნენ ქალაქის ახლოს. უცებცაში რაღაცამ გაანათა და მათ ჰაერში დაინახეს ადამიანის მსგავსი ფრთიანი სულიერი – ბრწყინვალე ანგელოზი. მწყემსები ძლიერშეშინდნენ. 

ანგელოზმა მაღლიდან ჩამოსძახა: „ნუ გეშინიათ, მე გახარებთ თქვენ დიდ სიხარულს, - ეს არის ახლა დავითის ქალაქში დაიბადა მაცხოვარი, ქრისტე ღმერთი. და, აი, ამის ნიშანიც: თქვენ იპოვით ახალშობილს ჩვრებში გახვეულს და ბაგაში მწოლიარეს".

რაწამს ეს სიტყვები თქვა ანგელოზმა, მის გვერდით გაჩნდა მთელი გუნდი სხვა ანგელოზებისა და მათ ერთად იწყეს გალობა: „დიდებამაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". 

ამ გალობით ანგელოზები წავიდნენ მაღლა-მაღლა და გაქრნენ ცაში.

როცა მწყემსები გონზე მოვიდნენ, საჩქაროდ გასწიეს ბეთლემში, იპოვეს გამოქვაბული, შევიდნენ შიგ, ნახეს ბაგაში მწოლარე პატარა იესოდა თაყვანის სცეს მას, ვითარცა ღმერთს. 

შემდეგ იოსები და მარიამი დაბრუნდნენ ნაზარეთში. აქ იესო იზრდებოდა დედ-მამის მორჩილებაში, ივსებოდა სიბრძნით და მადლი უფლისაიყო მის ზედა. თანაც მამობილს შველოდა დურგლობაში, რომელიც მშვენივრად შეისწავლა.






ქრისტეშობას გილოცავთ ყველას  პირველ რიგში ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ : )) უფალი იყოს თქვენი მფარველი : ))
კატეგორია: სხვა | ნანახია: 748 | დაამატა: poppy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0