 მსახიობის წონა 44 კგ-ის ფარგლებში მერყეობს და ეს მაშინ, როცა სიმაღლეში 173 სმ-ია.
დიდი ხანია ანჯელინა ჯოლი მსოფლიოს ყველაზე გამხდარი ვარსკვლავების სიაში იმყოფება. თუმცა ვიეტნამიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მსახიობი დასასვენებლად იმყოფებოდა, საშინლად დაკლებულია წონაში.
ჯოლიმ, როგორც იქნა, აღიარა, რატომ იკლებს ასე კატასტროფულად წონაში. სხვადასხვა ინფორმაციით მსახიობის წონა 44 კგ-ის ფარგლებში მერყეობს და ეს მაშინ, როცა სიმაღლეში 173 სმ-ია. წლიდან წლამდე მსახიობი კიდევ და კიდევ ხდება და სექსუალური ლარა კროფტი ნელ-ნელა მოჩვენებას ემსგავსება.
ამბობენ, რომ ენჯი იშვიათად მიირთმევს სადილს ბოლომდე და ხანდახან საეართოდაც ავიწყდება ჭამა. საშუალოდ მისი დღიური ნორმა 600 კალორიას შეადგენს (ეს დაახლოებით ორი პორცია მიუსლია რძესთან ერთად). როგორც ცნობილია, მისი საუზმე უმცირესი პორცია შვრიის ფაფისა და ერთი კოვზი ქოქოსის კარაქისგან შედგება. დიატოლოგები აღნიშნავენ, რომ მსახიობის სიგამხდრის მიზეზი ის არის, რომ მას ხშირად ავიწყდება ჭამა. საინტერესოა, რას ამბობს მეუღლის სიგამხდრეზე ბრედ პიტი?
სხვადასხვა ჟურნალებისთვის მიცემულ ინტერვიუებში ბრედ პიტი აღნიშნავს, რომ მის ცოლს შეუძლია გამოტოვოს სადილი ან მთელი დღის განმავლობაში საერთოდ არაფერი ჭამოს, გარდა რამდენიმე ნუშის და საღეჭი მარმელადისა. სადილად მიირთმევს მაქსიმუმ სამარხო სტეიკს და ბოკალ წითელ ღვინოს.
მაინც რატომ ჭამს ასე ცოტა ულუფებით ჯოლი?
მსახიობმა აღიარა, რომ როგორც კი სტრესულ სიტუაციაში აღმოჩნდება, მაშინვე მადას კარგავს. მაგალითად, 2007 წელს, როცა დედა გარდაეცვალა, ჯოლი კატასტროფულად გახდა. "ყოველთვის გამხდარი ვიყავი, მაგრამ ის, რაც დედაჩემის სიკვდილის შემდეგ დამემართა, არასდროს შემმთხვევია. ჩემი ემოციური მდგომარეობა ჩემს წონას განსაზღვრავს, არადა, ხალხს ჰგონია, რომ იმიტომ ვხდები, ვიწრო ჯინსებში რომ ჩავეტიო." - აბობს მსახიობი. რაზე ხარჯავს ჯოლი თავის ძალებს?
თუ 2007 წელს ჯოლის გახდომის მიზეზი სტრესი იყო, ახლა მსახიობი ამბობს, რომ წონაში ცხოვრების გიჟური რიტმის გამო იკლებს. ენჯი ძალიან ბევრს მუშაობს, მოგზაურობს ხვადასხვა ქვეყანაში, ამასთან დიდ დროს უთმობს ოჯახს და ცდილობს, საქმიანი ვიზიტების დროსაც შვილებთან ერთად იყოს. შვილები და ქმარი ჯოლის ძალისა და ემოციის დიდ ნაწილს ართმევენ.
სხვათა შორის, ერთი-ერთი ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში ბრედ პიტმა აღნიშნა: "ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ჭკვიანურ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილება რაც კი ოდესმე გმიკეთებია ის არის, რომ ჩემ შვილებს ენჯისნაირი დედა ვაჩუქე. ის შეუდარებელი დედაა და მე ბედნიერი ვარ მასთან."
რატომ უწინასწარმეტყველებენ ჯოლი-პიტის წყვილს დაშორებას?
ცოლ-ქმარი გამუდმებით უმტკიცებენ თაყვანისმცემლებს, რომ უყვართ ერთმანეთი, პრესის საშუალებით ყვებიან, რა საჩუქრებითა და სიურპრიზებით ანებივრებენ ერთმანეთს. ერთად ჩნდებიან პაპარაცების კამერები წინაშე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სულ უფრო ხშირად ჩნდება ჟურნალების ფურცლებზე ჭორები იმის შესახებ, რომ ჯოლი-პიტის ოჯახში ბზარი გაჩნდა.
ენჯის თაყვანიმცემლები თვლიან, რომ მსახიობმა ქმართან გართულებული ურთიერთობის გამო დაიკლო ასე კატასტროფულად წონაში. და მაინც, ცნობილი წყვილი ამ მოარულ ხმებს უარყოფს და თუ მრავალრიცხოვანი ფოტოებით ვიმსჯელებთ, ისინი მართლაც ბედნიერად გამოიყურებიან ერთად. მიუხედავად ამ ყველაფრისა ენჯის წონა საგრძნობლად ეცემა დაბლა... როგორც მაღლა აღვნიშნე და როგორც ენჯი აღნიშნავს ძალიან ბევრჯელ იგი წონაში სტრესის გამო ძალიან იკლებს... როგორც ჩანს მას მართლაც აწუხებს რაიმე.... ისე შეუძლებელია 1.73 სიმაღლის ქალი 44 კილოიყოს : )) თანაც რამდენიმე ზუსტ წყაროებში ვნახე და ყველგან ადასტურებენ რომ მას დიდი ხანია დიეტოლოგისთვის არ მიუმართავს, ასევე ცნობილია ის ფაქტიც რომ იგი არც დიეტას არ იცავს...მაშინ რატომ არ ჭამს იგი საკვებს ბოლომდე? იქნებ იმიტომ რომ ის ისეთი დატვირთულია რომ ჭამის თავი არ აქვს ან უბრალოდ ძლიერი სტრესის ქვეშააა.....პასუხი ჯერ არავინ იცის : ((
რას თვლის ანჯელინა ჯოლი ცხოვრების მთავარ ღირებულებებად?
მაშ ასე, ენჯი პერფექციონისტია. და არა მარტო საქმეში, არამედ ცხოვრებაშიც. შინ საუკეთესო უნდა იყოს ქმრისთვის და თავისი ექვსი შვილისთვის, სურს, რომ მთელ ქვეყანას დაეხმაროს (შემთხვევითი როდია, რომ ის თავისუფალი ნების ელჩია). რაც მთავარია, ჯოლის წარმატებით იღბენ კინოში ჰოლივუდის ყველაზე წამყვანი რეჟისორები.
ეს ყველაფერი არაადამიანურ ემოციურ და ფიზიკურ ძალებს მოითხოვს და რა გასაკვირია მსახიობის სიგამხდრე? ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ერთია ცუდი - მომხიბვლელი ენჯი საკუთარ ჯანმრთელობას ყველაზე ბოლო ადგილზე აყენებს.
|