თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » როდის გაითიშება ფეისბუქი?
7:11 PM
როდის გაითიშება ფეისბუქი?
Facebook-ი გაუკონტროლებელი გახდა. სტრესმა, რომელსაც კომპანიის მართვა მანიჭებს, ჩემი ცხოვრება საერთოდ დაანგრია, მე ამას ბოლო უნდა მოვუღო, – განაცხადა Facebook-ის დამფუძნებელმა და მფლობელმა მარკ ცუკერბერგმა, პალო ალტოში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცუკენბერგის განცხადებით, 2012 წლის 15 მარტიდან მოყოლებული, მომხმარებლები ვეღარ შეძლებენ სოციალურ ქსელში შესვლას. მომხმარებლებს ჯერჯერობით Facebook-ში შესვლის საშუალება ეძლევათ.

"2012 წლის 15 მარტს მთელი საიტი გაითიშება, – განაცხადა ავრატ ხუმარტიმ, კომპანიის ვიცეპრეზიდენტმა ტექნიკურ საკითხებში, – ამიტომ თუ თქვენ გინდათ თქვენი სურათების მომავალში ნახვა, გირჩევნიათ Facebook-დან აიღოთ ისინი. Facebook-ის გათიშვის შემდეგ, მათ უკან დაბრუნებას ვეღარ შეძლებთ.

ცუკერბერგის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღება ძნელი იყო, მაგრამ იგი არ ფიქრობს, რომ ხალხი ამის გამო ცუდად იქნება.

"პირადად მე ვთვლი, რომ Facebook-ის გაუქმების შემდეგ ხალხი გარეთ გამოვა და ვირტუალური მეგობრების მაგივრად ნამდვილ მეგობრებს გაიჩენს, ეს კი ყოველთვის კარგია”, – განაცხადა სოციალური ქსელის დამფუძნებელმა სატელეფონო საუბრისას.

ბევრი აკრიტიკებს ცუკენბერგს მისი გადაწყვეტილების გამო. მოცემულ მომენტში Facebook დასახელებულია ყველაზე მომგებიან ბიზნესად, რომელიც 7,9 მილიარდი დოლარითაა შეფასებული, ცუკერბერგი კი არ აპირებს თავისი გადაწყვეტილების შეცვლას. "მე არ მადარდებს ფული, – განაცხადა მან. – მე უბრალოდ მინდა ვიცხოვრო, ისე როგორც ვცხოვრობდი”.

www.geonews.ge


კატეგორია: ინტერნეტი | ნანახია: 1331 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 2

0
არც ისე კარგი იქნებოდა!
facebook-ით ადამიანები ერთმანეთს უკავშირდებიან სახლიდან გაუსვლელად, ეს კი მოსახერხებელია!!!!!!!1
უპასუხე
ადმინისტრაცია
0
magaria erti male gaitishos biggrin
უპასუხე
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0