თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » როგორ გამოვთვალოთ პარტნიორის "ბედის ციფრი"
9:05 PM
როგორ გამოვთვალოთ პარტნიორის "ბედის ციფრი"
Tumblr_lw0wc7nzr51qk8cm6o1_500_large

ადამიანები უძველესი დროიდან ცდილობდნენ, ციფრების მეშვეობით აეხსნათ და გაეშიფრათ ამა თუ იმ პიროვნების ფსიქოტიპი, გაეანალიზებინათ მისი წარსული და ეწინასწარმეტყველათ მომავალი - თითოეული ციფრი ხომ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე... გთავაზობთ ინდური სისტემით პარტნიორის "ბედის ციფრის" გამოთვლის ერთ-ერთ მეთოდს: შეკრიბეთ პარტნიორის (თქვენი რჩეულის, საყვარელი ადამიანის) დაბადების თარიღში შემავალი ციფრები. 

ვთქვათ, თქვენი პარტნიორი დაიბადა 1968 წლის 3 ნოემბერს. დაწერეთ ეს თარიღი ციფრებში, შეკრიბეთ ისინი და დაიყვანეთ ერთნიშნა ციფრამდე: 3 (დღე) + 11 (თვე) + 1968 (წელი) = 3 + 1 + 1 + 1 + 9 + 6 + 8 = 29 = 2 + 9 = 11 = 1 + 1 = 2. ე. ი. თქვენი პარტნიორის დაბადების თარიღის ციფრი, ანუ როგორც მას უწოდებენ "ბედის ციფრი" ყოფილა 2. 

ქვემოთ იხილეთ ადამიანების დახასიათება მათთვის შესაბამისი ციფრების მიხედვით:

1 (სურია, მზე) - ასეთი "ბედის ციფრის" მქონე ადამიანი ბუნებით ლიდერი და ამაყია. ვერასოდეს შეეგუება "მეორე ვიოლიონის" როლს, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მასთან ერთად მიიღეთ და შეეცადეთ, ყველაფერი მასთან ერთად დაგეგმოთ.

2 (ჩანდრა, მთვარე) - მოკრძალებული და ფაქიზი სულის ადამიანია. რომანტიკული პიროვნებაა და მისთვის მყუდროება ბევრს ნიშნავს. სუსტი სქესის წარმომადგენელი კონფლიქტისას ტირის და შეიძლება ისტერიკაც დაემართოს, ძლიერი სქესის წარმომადგენელი კი საკუთარ თავში იკეტება. 

3 (გურუ, იუპიტერი) - მეგობრული, შემოქმედებითი და ქარიზმატული ადამიანია, თუმცა ექსპანსიური და ავანტიურისტიც. მეტისმეტად მგრძნობიარეა. კონფლიქტურ ვითარებაში უხეში და უტაქტოა. 

4 (რაჰუ, მთვარის აღმავალი კვანძი) - ეგოცენტრული პიროვნებაა. შეუძლია თამამად იკისროს პასუხისმგებლობა. ორიგინალურობით არ გამოირჩევა. თუ უყვარს - ერთგულია. ზოგჯერ ახასიათებს მოულოდნელი აფეთქებები. 

5 (ბუდჰა, მერკური) - კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე და მოუსვენარი ადამიანია. შეუძლია ბევრ საქმეს ერთდროულად გაართვას თავი, თუმცა სასურველია, ისწავლოს საქმის ბოლომდე მიყვანა.

6 (შუქრა, ვენერა) - მოსიყვარულე, რომანტიკული და გაწონასწორებული პიროვნებაა. დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობებს და ვერ იტანს მარტოობას. იშვიათად ბრაზდება, თუმცა თუ წონასწორობა დაკარგა, შეიძლება ყველაფერი დაანგრიოს და ურთიერთობაც გაწყვიტოს. 

7 (კეტუ, მთვარის დაღმავალი კვანძი) - პოეტური და ფაქიზი სულის ადამიანია, ხშირად - ირაციონალური და მისტიკური. ზოგჯერ უჩნდება განმარტოების სურვილი. კონფლიქტისას ცინიკურია და შეიძლება პარტნიორი მდგომარეობიდან გამოიყვანოს. 

8 (შანი, სატურნი) - ძლიერი ნებისყოფის და მიზანმიმართული პიროვნებაა. კარგად ერკვევა ცხოვრების პრაქტიკულ მხარეებში, თუმცა ჯიუტია. მიზნისკენ ნელა, მაგრამ გამუდმებით მიილტვის. ახასიათებს მელანქოლია, ამიტომ სჭირდება შექება და გამხნევება.

9 (მანგალა, მარსი) - ქარიზმატული, ენერგიული და ემოციური ადამიანია. აქვს არისტოკრატიული მანერები. ადვილად შეუძლია შეყვარება, თუმცა ასევე ადვილად შეუძლია განშორება. კონფლიქტისას აგრესიული და სახიფათოა.
კატეგორია: სიყვარული | ნანახია: 1147 | დაამატა: poppy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0