თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 10 » რატომ დააკავეს ლალი მაროშკინა ?!
11:28 AM
რატომ დააკავეს ლალი მაროშკინა ?!
moroshkina.jpgსამართალდამცველებმა ჟურნალისტი ლალი მოროშკინა დააკავეს.

როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დროისთვის მოროშკინა დიღმის პოლიციის განყოფილებაში იმყოფება.

სავარაუდოდ, დღესვე მოროშკინასთვის აღმკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ მოროშკინამ "ნანუკას შოუს" საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე გაზეთ "პრაიმ ტაიმის" რედაქტორი თაკო ფხაკაძე სცემა. 

როგორც მოროშკინამ ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ნანუკას შოუდან" მიწვევა სამი დღის წინ მიიღო. 

"არ მგონია, რომ კოდუების დაფინანსებულ გადაცემაში იყოს ჩემი ადგილი, თუმცა მიწვევა მივიღე, როგორც ჟურნალისტს, დამაინტერესა. როცა ჩაწერაზე მივედი, "პრაიმ ტაიმის" ხალიჩა დავინახე და მივხვდი, რომ "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" დახმარებით ფხაკაძე პროვოკაციას  მიწყობდა", - აღნიშნა მოროშკინამ.

მისივე თქმით, საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე მიწვეული სტუმრები  სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით ჯილდოვდებოდნენ, "გადაცემა სავსე იყო პოზიტივით",  თავად მოროშკინა კი ნომინაციაში "ყველაზე უგემოვნებოები" დაასახელეს.

"როცა მივდიოდი ჯილდოს ასაღებად, თაკო ფხაკაძემ დამცინავად ჩაიცინა. თუმცა, ავიღე ეს ჯილდო. ყველას ლამაზ თოჯინებს ურიგებდნენ, მე კი - შავი, სათვალინია თოჯინა მომცეს. ესეც ავიტანე და ნანუკას ვთხოვე, რომ სიტყვის უფლება მოეცა. ვთქვი, რომ ალბათ თაკო ფხაკაძე ვერ შედგა, როგორც ჟურნალისტი, როგორც ქალი, როგორც პიროვნება და შურს ყველა ქალის, რომელიც თავისით იკვალავს გზას და არა გიგი უგულავას დახმარებით. მომიტივეთ, სხვა გზა არ მქონდა, როცა დავბრუნდი ჩემს ადგილზე და ყურში ჩამესმა თაკოს ქირქილი. მაპატიოს საზოგადოებამ, ეხლავე მივმართავ საზოგადოებას და სამართალდამცველ ორგანოებს - მე ვცემე თაკო ფხაკაძე", - განაცხადა მოროშკინამ და დასძინა, რომ დავა სავარაუდოდ, სასამართლოში გაგრძელდება. 
 
კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1044 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 2
ადმინისტრაცია
0
გიჟია რაა : :
უპასუხე

0
vaime es mec vnaxe dges qronikashi da piri davage O.o sul gagijda es qali :\ :D
უპასუხე
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0