
პრესა წერს, რომ ადრე ქეითი თავს ასეთი თამამი სამოსის ტარების უფლებას არ აძლევდა, თუმცა მისმა ლამაზმა ფეხებმა მოენეთა კრიტიკას გაუძლო და საბოლოოდ მისი ახალი იმიჯიც დადებითად შეფასდა.
"ამ გოგონას შეუძლია 50 ფუნტიან კაბაშიც კი დედოფალივით გამოიყურებოდეს", - აცხადებდნენ კონცერტზე მისული რიგითი ბრიტანელები. მათივე თქმით, ქეითის გარეგნობით მოხიბლულ უილიამს მთელი კონცერტის განმავლობაში მეუღლისთვის თვალი არ მოუცილებია.
ღონისძიებაზე ქეითი და უილიამი პრინც ჩარლზთან და მის მეუღლე კამილა პარკერთან ერთად მივიდნენ.