თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 6 » რა შემთხვევაშია არ ექნებოდა ნანუკას შოუს რეიტინგი?
7:38 PM
რა შემთხვევაშია არ ექნებოდა ნანუკას შოუს რეიტინგი?
ნანუკა ჟორჟოლიანი"როცა, პირველად გადაცემაში კედებით გამოვედი და ვთქვი ახლა უნდა "ჩავჯდეთქო", მაყურებელმა ეს უცნაურად აღიქვა, რასაც ისტერული კრიტიკა მოყვა. ოღონდ, ვერ იგებდნენ ეს რატომ არ მოსწონდათ. თავიდან ყველაფერი ახალი - უცხოა, ვერ იგებ კარგია თუ ცუდი.

"ნანუკას შოუ" პირველად ეთერში რომ გავიდა, მახსოვს, ნიკა გვარამიამ დამირეკა და მითხრა: არ ვიცი, ეს იყო კარგი თუ ცუდი, მაგრამ ეს იყო ახალი. მე, სხვა შოუს წამყვანებიდან განვსხვავდები", - თქვა ნანუკა ჟორჟოლიანმა.

ტელეკომპანია იმედზე "ნანუკას შოუ" უკვე მეორე წელია რეიტინგს ინარჩუნებს. განსხვავებული შოუებით "კედებიანმა" და "დახეულ ჯინსებიანმა" წამყვანმა მაყურებელს თავი შეაყვარა. მოყვარულთა შორის კი ბავშვებიც არიან  რომელიც "თოჯინა ნანუკას" ქუჩაში გამოჩენამაც განაპირობა.

- ეს წელი ჩემთვის განსაკუთრებული იყო, იმიტომ რომ მაყურებელი მიხვდა რა ტიპის გადაცემას ვაკეთებ ანუ, არაორდინალურ შოუდ ჩამოყალიბდა, ეს ნიშა კი ძალიან მომწონს. ტელევიზიაში ჩემი გადაცემა ყველაზე შემოსავლიანია. ადამიანებს ჰგონიათ, რომ მე ძალიან ბევრ ფულს ვხარჯავ, არადა, ძალიან ბევრი ფული შემომაქვს. ეს პირიქით ხდება და ხანდახან მეცინება კიდეც. ადამიანს, რომელსაც უპიარებ რაღაცას, ის გიხდის ფულს. სხვებს კი გონიათ, რომ ამაში მე ვიხდი ფულს. ძალიან ხშირად, გამიკეთებია გადაცემა სადაც ბიზნესმენს აქეთ გადაუხდია თანხა.

ყველაზე წარმატებული და "ჩავარდნილი" გადაცემა...

სოფო შევარდნაძის და ბერა ივანიშვილის გადაცემა იყო ყველაზე მაგარი, ქუჩაში რომ გამოვდიოდი ხალხი აღფთოვანებას ვერ მალავდა, რაც ძალიან მახარებს. რაც შეეხება "ჩავარდნილ" გადაცემას, ასეთი ორი იყო, რომელიც ჩავწერე და ეთერში არ გავუში. (შეგნებულად ვერ დავასახელებ მათ ვინაობას,  რომ რესპოდენტებს არ ვაწყენინო). ძალიან სიყვითლე გადაცემაში არ მიყვარს. ჩემთვის არსებობს პირადი ისტორიები, რომლის "კარებიც" ღია არ უნდა დარჩეს. შოუ არ ნიშნავს ყველაფერზე წასვლას. ვიღაცა, რომელიც "პახაბნობს" იმას არ გავუშვებ ეთერში. იმიტომ რომ ჩემ გადაცემას ბავშვებიც უყურებენ.

ივლისი... შემაჯამებელი სეზონი... სტუდიის გარეთ....

სხვა შოუებისგან ჩვენი განმასხვავებელი მარკა უკვე გვაქვს, რაც სტუდიიდან გასვლას გულისხმობს. ამიტომ, მინდა რომ ეს შევინარჩუნოთ და თუ ოდესმე სხვა ამას გააკეთებს მაყურებელს ყოველთვის ჰქონდეს შეგრძნება, რომ ეს ნანუკასგან აიღეს. ამიტომ, სეზონის დახურვას ვიწყებთ იმით რომ გავდივართ სტუდიიდან.

გასვლა #1

მოგზაურობას XIX საუკუნიდან ვიწყებ და დღევანდელი საუკუნის ქუთაისში ვიწყებთ. დილით წავედი და ყოველგვარი "ფრონცქოფების" და "შმანცობების" გარეშე ქუთაისში ქართულად, გემრიელად გავერთეთ... ძალიან ხშირად და ობიექტურად სწყინთ, რომ მარტო ქურდების ქალაქად მოიხსენიებენ. ჩემთვის დღევანდელი ქუთაისი - როკი და პოეზიაა. ამიტომ ძალიან კარგია რომ თავის სტატუსს იბრუნებს...  გადაცემას, ვიწყებ - ცისფერყანწელებით და ვამთავრებ - გიორგი შალამბერიძით.

გასვლა # 2

ვამბობ, რომ თუ გამიმართლებს და სამოთხეში მოვხვდები ზუსტად ვიცი, როგორია სამოთხე, იმიტომ რომ ლოპოტა უკვე ვნახე, სადაც ჩემმა ქმარმა სიურპრიზი მომიწყო და კიდევ ერთხელ მითხრა, რომ ვუყვარვარ. ასევე, პირველად ჩემ ცხოვრებაში ცხენზე დავჯექი და დავძლიე შიში, მაგრამ ვერც ერთი კადრი გამოვიყენეთ იმიტომ რომ, ყველგან ხელი მიკანკალებდა. მადლობა, ლოპოტას, რომ შიში დამაძლევინა, ასევე დათუნა სულიკაშვილს საჩუქარი გავუკეთე. ის სხვა დიზაინერებისგან განსხვავებით, შოუების ჩვენებით გამოირჩევა, ამიტომ ჩემ გადაცემაში მივეცი საშუალება რომ წყალზე გაეკეთებინა ჩვენება. ასევე, ლოპოტაში, ახალგაზრდა პოეტები - ბიჭი ივანიშვილი. გიორგი გაფრინდაშვილი და სხვა პოეტები წავიყვანე, რომელთანაც სპეციალური სტუმრის სტატუსით - გიორგი შალამბერიძე ჩავიყვანე.

გასვლა #3 ... აბზაცით ნათქვამი ახალი ფრაზა....

ბოლოს მთლიანად აფხაზეთს ვუძღვნი გადაცემას. რამდნიმე კილომეტრის მოშორებით ანაკლიაში გავჩერდებით. მათთან ისე ახლოს გვინდა ვიყოთ, რომ ჩურჩულიც კი გაიგონ ჩვენი. გადაცემაში დათო ევგენიძე სოხუმელ ცოლთან მოაწერს ხელს. აქ იქნება ყველაფერი აფხაზური ან ისეთი რომ მათ კარგად გაიგონ. ძირითადი ჩვენი სასაუბრო ენა ქართული იქნება. გადაცემაში არ ვაჩვენებთ არც ერთ ომის კადრს, არაფერს ცუდს ვიხსენებთ. ეს არის აბზაცით ნათქვამი ახალი ფრაზა. გადაცემას ჩემთან ერთად ლია მიქაძე წაიყვანს, ჟურნალისტი, რომელსაც აფხაზებისთვის პირდაპირ მიუმართავს, სადაც იქნება ხიდი ჩვენ შორის... მე ვიქნები ჟურნალისტი, რომელმაც მათ ესე პირდაპირ ვერ მივმართე. ლია მიქაძე იქნება აფხაზეთში... ყველაფერს შევუქმნით იმისთვის, რომ კადრი, რომელიც დაიწყება, მაყურებელმა იფიქროს, რომ ის სოხუმშია. წინა სეზონის დახურვისგან განსხვავებით ეს არ იქნება ცნობად სახეებზე აწყობილი გადაცემა.  სპეციალურად ექსკლუზიურად შემიძლია გითხრათ, რომ ამ გადაცემისთვის ჩამოდის დიანა ღურწკაია. ანუ ისეთი ადამიანები მეყოლება, რომლებიც კარგად გრძნობენ ამ ტკივილს.

"ნანუკას შოუს" კონკურენტი არის...

მაყურებლის თვალსაზრისით მაიას გადაცემა (პროფილი) ჩემ კონკურენტად განიხილება. თუმცა, ეს რადიკალურად განსვავებული შოუებია. რამდენჯერმე მაია "შემოვიდა" ჩემ შოუში, ისევე როგორც მე შევედი პირადი ცხოვრების ისტორიებში. თუმცა, ჩემ კონკურენტად ვთვლი - ვანო ჯავახიშვილს. იმიტომ რომ ორივე შოუა, რომელშიც ამერიკული დეტალებია გამოყენებული. ორივე ორიენტირებულები ვართ განწყობა შევუქმნათ მაყურებელს ანუ უფრო მეტად კარგ ხასიათზე დაგაყენოთ. არხი ძალიან განსაზღვრავს რეიტინგს, მე რომ პირველ არხზე ვყოფილიყავი ამხელა რეიტინგი არ მექნებოდა. ინგა გრიგოლია "რუსთავი 2"-ზე რომ იყო და "პირველ არხზე" გადავიდა, არხის რეიტინგი დაკარგა. რაც შეეხება ჩემ გადაცემას, ძალიან მინდა, რომ "ნანუკას შოუ" მინიმუმ 5 წელი კიდევ გავიდეს ეთერში.

ახალ სეზონზე...

წელს არაფერს გრანდიოზულს არ ვაკეთებ (ფინანსურს ვგულისხმობ).  სტუდიას და ქუდს არ ვცვლი, ერთადერთი, ძალიან ბევრი მოულოდნელი სიურპრიზი ელოდება მაყურებელს. ახალი რუბრიკები და საინტერესო თემები. ფულს არ ვხარჯავ ახალ გადაცემაში იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბევრი ახალი გადაცემა იწყება "იმედზე" და მითხრეს - შენ უკვე რელსებზე ხარ და მიხედე შენ თავსო.

ნანუკა ჟორჟლიანის გეგმები...

კიდევ ერთ ახალ გადაცემაზე მაქვს შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდი. ამას აკეთებს "თი-ბი-სი TV", ეს არის მუსიკალური გადაცემა, რომელიც დაიწყება ახალი სეზონიდან. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი, იმიტომ რომ პროფესიონალების გუნდი მუშაობს. ის მუსიკალური გადაცემაა, რომელსაც ზაზა შენგელია გააკეთებს დარწმუნებული ვარ, რომ მაგარი გამოვა.

 

იაკო კიკაძე

კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1196 | დაამატა: admin | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0