თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 5 » ევროვიზია ჯუნიორი 2011 საქართველო გახდა
12:34 PM
ევროვიზია ჯუნიორი 2011 საქართველო გახდა



საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული ჯგუფი "ქენდი" სამშობლოში დაბრუნდა. გოგონები თბილისში გუშინ ჩამოვიდნენ. თბილისი ცენტრალში მათ ოჯახის წევრები და გულშემატკივრები დახვდნენ.

რიგით მეცხრე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი "ქენდი" გახდა, საკონკურსო სიმღერით "Candy Music" ჯგუფმა 108 ქულა მოიპოვა.

ჰოლანდიის წარმომადგენელმა რეიჩელმა - 103 ქულით მეორე ადგილი დაიკავა, ხოლო ბელორუსის წარმომადგენელი ლიდია ზაბლოცკაია - 99 ქულით მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

2011 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 13 ქვეყანა მონაწილეობდა. გრანდიოზული სანახაობა ერევანში კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში ჩატარდა და სომხეთის მაუწყებელმა (AMPTV) უმასპინძლა.

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული კომპეტენტურმა ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის ფინალისტი მეორედ გახდა. 2008 წელს კვიპროსზე ლიმასოლში ჯგუფმა "ბზიკები" გამარჯვება მოიპოვა.

2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფის "ქენდი" მხარდასაჭერად, სომხეთში ჯგუფი "ბზიკები" იმყოფებოდა და ევროვიზიის კვირეულში მონაწილეობდა. "ბზიკები" ერევანს მასპინძელი მაუწყებლის ინიციატივით, საპატიო სტუმრის სტატუსით ეწვია.

2012 წლის საბავშვო ევროფესტივალს ჰოლანდია უმასპინძლებს.

საქართველო საბავშვო ევროვიზიის კონკურსში წელს მეხუთედ მონაწილეობდა.
2007 წელს მარიამ რომელაშვილმა როტერდამში მე-4 ადგილი დაიკავა;
2008 წელს კვიპროსზე საქართველოს წარგზავნილმა ჯგუფმა "ბზიკები" გამარჯვება მოიპოვა;
2009 წელს კიევში ჯგუფმა "პრინცესები" მეექვსე ადგილი დაიკავა;
2010 წელს მინსკში მარიამ კახელიშვილმა, სიმღერით "მარი–დარი" მეოთხე ადგილი დაიმსახურა;
2011 წლის საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენელმა ჯგუფმა "ქენდი", სიმღერით "Candy Music" გამარჯვება მოიპოვა.


კატეგორია: ქართველები | ნანახია: 1340 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0