
"მას სურს, რომ ტურნე მომავალ წელს აზიით და ინდოეთით დაიწყოს", - განაცხადა მომღერლის წარმომადგენელმა.
"როგორც ყოველთვის, ეს იდეა გაგას ძილში, სიზმარში მოუვიდა. მას სურს, რომ 450-მდე კონცერტი და შეხვედრა გამართოს. ეს უპრეცედენტო იქნება", - განაცხადა გაგას გუნდის წევრმა.
ახალი ტურნეს ფარგლებში გაგა ცნობილ პროდიუსერებთან და შოუს დამდგმელ რეჟისორებთან ითანამშრომლებს. მათ შორის იქნება შემოქმედებითი ჯგუფი, რომელმაც ჯგუფ TAKE THAT-ს არაერთი წარმატებული "ლაივ-შოუ" დაუდგა.
მომზადებულია thesun.co.uk-ის მიხედვით.