თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 3 » მოდა საზოგადოებაში ნარკოტიკის სახით!
0:50 AM
მოდა საზოგადოებაში ნარკოტიკის სახით!
ეს რა ურჩხული მოევლინა ქვეყანას? ეს რა ბოროტი და გრძნეული ჯადოქარია, რომლის წინაშეც ალბათ უძლურია ყოველგვარი გონივრული მოქმედება. მოდას შეუძლია ადამიანი ისე ჩაყლაპოს და თავისი საკუთრება გახადოს როგორც ადამიანს ნაყინი.
 
  უნდა აღინიშნოს რომ მოდა უეცრად და ცარიელი ადგილიდან არ მოგვევლინა. ის არსებობდა ყოველთვის, მოდა არის სიახლის, ცვლილების სრულიად ბუნებრივი ადამიანური მოთხოვნილებაზუსტად ისევე როგორც ტრადიცია ყოველთვის იყო ყოფის მდრადობის ცხოვრების სტილის წინაპართაგან გამომუშავებული და შთამომავლობისთვის გადაცემულიგემოვნებისა და ჩვეულებების განმეორებადობის ასევე ბუნებრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. იმის გამო რომ შენს კლასელს დაქალს ან მეგობარს ახალი ზედა აცვია დედას ებუზღუნები, გგონია რომ ცარიელი ხარ, გგონია რომ შენ ყველა ისე გიყურებს როგორც გათავებული ასანთის ყუთს, თუმცა იმას ვერ ხვდები რომ ასეთი საქციელით მშობელს საშინლად აღიზიანებ, არ აქვს რა გეცმევა მთავარია სუფთა გეცვას, და ეთიკის ნორმებს არ ეწინააღმდეგებოდეს.
   თვითონ მოდა არ არის საშიში, საშიშია მისი ნარკოტიკული ზმოქმედება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ სულზე. სცადეთ ჩაატაროთ ასეთი გამოკვლევა, მხოლოდ შენ ან მთელმა კლასმა (ოჯახმა, ნათესავებმა, მეგობრებმა) როგორც მოისურვებთ. გამოიღეთ კარადებიდან ის ნივთები რომლებიც თქვენთვის ჯერ კიდევ მოდური იყო სულ ცოტა ხნის წინ მაგრამ ახლა აღარ გაინტერესებთ, მოაწყვეთ მათი გამოფენა-ჩვენება, შეიძლება ექსპოზიცია შევავსოთ ძველი საოჯახო ალბომებიდან ამოღებული სურათებით, სადაც თქვენი უფროსი თაობის ნათესავები გასული წლების ტანსაცმლით არიან გამოსახული.
  დაუკვირდით ნივთებს რომლებიც ჯერ კიდევ მაშინ მოდურად ითვლებოდა, და ყველაზე სასურველი იყო. შეაფასეთ ღირდა ამისთვის ცრემლის ღვრა? შურითა და სასოწარკვეთილებით ტანვჯა? ბოლოს და ბოლოს რა განსხვავებაა მათ შორის: ვიწრო-განიერი, გრძელი-მოკლე, მჭიდრო-თავისუფალი, ირიბი-სწორი, სადა-ჭრელი... გაგოცებთ ადამიანის თვითმოტყუების უნარი. ჯერ კიდევ გუშინ ყველაზე სასურველად და ლამაზად გვეჩვენებოდა ჩექმები მაღალ ქუსლზე, შემდეგ დაბალზე, წვრილზე-განიერზე, მაღალი ყელით-დადაბლებულით. ეს რა მერყევები ვართ! საწყენიც კი არის.
          იმის მისწრაფება რომ სხვას აცვია და შენც გინდა ხშირად ხდება ისეთი არაკეთილშობილური საქციელის მიზეზი როგორიცაა შურიანობა. მოდა და შური ისიინ განუყრელნი არიან სიამის ტყუპებივით. მომხვეჭელობისაგან თავის დაღწევა შეუძლებელია ნივთებით გამოწვეული შურისგან განთავისუფლების გარეშე, ჩვენ ყველას დიდებსაც და პატარებსაც, რომ შეგვეძლოს შურზე უარის თქმა,  ყველაფერი შეიცვლებოდა ადამიანების ურთიერთობაში უკეთესობისკენ.
   ბოლოს და ბოლოს, რატომ ცდილობენ თქვენი თანატოლები გამოეწყონ ისეთ ძვირადღირებულ ტანსაცმელში, რომელიც შესაძლოა არავითარ ქებას არ იმსახურედეს, პირიქით მოითხოვენ განსაკუთრებულ მოვლას და ყურადღებას, რომ არ დაისვაროს და არ გაიხეს რადგან ძვირფასი ნივთია. რა საჭიროა ეს ტანჯვა? აი სწორედ იმიტომ რომ სხვებმა დაინახონ და გაოცდნენ, ნუ აქცევთ მოდას თქვენ განუყოფელ ნარკოტიკად!!!








კატეგორია: მოდა | ნანახია: 1214 | დაამატა: ადმინისტრაცია | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0