თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 1 » ბრიტნი სპირსს რუსი მუსიკოსი სიმღერის ქურდობაში ადანაშაულებს.
6:28 PM
ბრიტნი სპირსს რუსი მუსიკოსი სიმღერის ქურდობაში ადანაშაულებს.
ამერიკელ პოპ-ვარსკვლავ ბრიტნი სპირსს, რუსი მუსიკოსი სიმღერის ქურდობაში ადანაშაულებს. იულია სარფონოვა, რომელიც ბავშვთა მუსიკალურ სტუდიას ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ სპირსის ახალი ჰიტი Criminal მისი სიმღერის ზუსტი ანალოგია. სარფონოვამ ის საბავშვო მიუზიკლისთვის დაწერა და რამდენიმე ფესტივალზეც გაიტანა.

”ბავშვებიც კი ხვდებიან, რომ ბრიტნი სპირსი მათ სიმღერას მღერის. სიმღერაში პრაქტიკულად არაფერია შეცვლილი, ტონალობაც იგივეა. ჩემი პრეტენზია სპირსის პროდიუსერებს გავაცანი, მაგრამ ვერაფერს ვუმტკიცებ. მეკითხებიან, სად შეიძლებოდა მოგვესმინა თქვენი სიმღერაო. ამერიკაში არ გვიმღერია, მაგრამ მიუზიკლი რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალზე წარვადგინეთ, სადაც სხვა ქვეყნის წარმომადგენლებიც ესწრებიან. ყველამ იცის, რომ ასეთ ფესტივალებს ესწრებიან ადამიანები, რომლებიც ახალ მელოდიებს ეძებენ და მათი გადამუშავებული ვარიანტებით ვაჭრობენ”, - აცხადებს სარფონოვა.

სამართლიანობის აღსადგენად და მორალური ზიანის ასანაზღაურებლად ის რუსეთის პირველ პირებს, დიმიტრი მედვედევსა და ვლადიმერ პუტინს თხოვს დახმარებას.

”ამერიკულ შოუ-ბიზნესს რუსი მუსიკის მასწავლებელი მარტო ვერ დავუპირისპირდები. სასამართლო დავები აშშ-ში უნდა გაიმართოს, რასაც ვერ გავწვდები. პუტინსა და მედვედევს უკვე მივმართე, სხვა არაფერი შემიძლია”, - აცხადებს რუსი პედაგოგი.

სიმღერა Criminal ბრიტნი სპირსის მეშვიდე ალბომში Femme Fatale-შია შესული, რომელიც გაყიდვაში 2011 წლის მარტში გამოვიდა.



Tumblr_lvameczklg1qdi0z1o1_500_large

Tumblr_lv56rbjqni1qzznnqo1_500_large

Tumblr_lveh3whfud1r2x950o1_500_large


561x401_large

Tumblr_lv5rmkwbep1r0jzcko1_500_large

Tumblr_lv8gc2q9v11qlena1o1_500_large

კატეგორია: World News | ნანახია: 765 | დაამატა: poppy | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0