თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » Botilions. .
5:00 PM
Botilions. .
უკვე არა ერთი სეზონია, ბოტილიონები გაზაფხული-შემოდგომის ერთ-ერთ მოდურ ტრენდად ითვლება. მეტიც, დიზაინერები უკვე ზამთრის კოლექციებშიც გვთავაზობენ ორიგინალურ, სხვადასხვა პრინტიან ბოტილიონებს.

ამიტომაც, მოდის მიმდევრებს ამ სეზონზეც კომფორტულ და რაც მთავარია, მოდურ ფეხსაცმელში გამოწყობას ურჩევენ.

ბოტილიონი - ეს ისეთი ფეხსაცმელია, რომელიც კარგად ეტმასნება ტერფს და ხშირ შემთხვევაში ბოტილიონს ჩექმის სეზონამდე იცვამენ.
მაგრამ ისმის კითხვა: "რასთან უნდა ვატაროთ ბოტილიონები?" შევეცადოთ გავარკვითო, რას უნდა შევუხამოთ ეს ფეხსაცმელი, რომ ბოლომდე მოდურად გამოვიყურებოდეთ.

როგორ შევარჩიოთ ბოტილიონები?

პირველ რიგში გაითვალისწინეთ, რომ ეს მოდური ტრენდი რომ ატაროთ, იდეალური ფეხები უნდა გქონდეთ. რადგან მან შესაძლოა კარგ ტანსაც შეუცვალოს ფორმა და ისეთი მომხიბვლელი აღარ გამოჩნდეს. თუ სხვა ფეხსაცმელს შეუძლია დაფაროს პატარ-პატარა ნაკლოვანებები, ბოტილიონი მათ ხაზს უსვამს.

რათქმა უნდა, როცა ფეხსაცმელს იძენთ, უპირველეს ყოვლისა მის კომფორტულობას უნდა მიაქციოთ ყურადღება. თუ ბოტილიონებს მოისინჯავთ და მასში არაკომფორტულად იგრძნობთ თავს, არც იფიქროთ მის შეძენაზე. ერთი სიტყვით - ბოტილიონი შესანიშნავი ფეხსაცმელია მათთვის, ვისაც იდეალური ფორმები აქვს.

და მაინც... თუ გადაწყვიტეთ ამ ტრენდის ტარება, მაგრამ ექსპერიმენტები არ გხიბლავთ, გირჩევთ, შავი, რუხი ან ყავისფერი ბოტილიონები შეიძინოთ. მაგრამ თუ თავს არაორდინარულად მიიჩნევთ, თამამად შეგიძლიათ კაშკაშა ფერის, მოხატული ან ცხვირ და ქუსლამოღებული ბოტილიონები ჩაიცვათ.

ბოტილიონი - ძალიან ფაქიზი ფეხსაცმელია, რომელსაც თუ ფრთხილად არ შეუხამებთ თქვენს გარდერობს, სასაცილო გამოჩნდებით. თუმცა არსებობს ნივთები, რომლებსაც ნებისმიერი ფერისა და მოყვანილობის ბოტილიონი მოუხდება. მაგალითად, ჯინსი, შეგიძლიათ თამამად ჩაიცვათ ამ ფეხსაცმელთან, როგორც ქუსლით, ასევე პლატფორმაზე.

ქვედატანთან ან კაბასთან უმჯობესია სქელი (მაღალდენიანი) წინდა ჩაიცვათ. წინდა შეიძლება იყოს, როგორც შავი, თეთრი ან ყავისფერი, ასევე მკვეთრი ფერისაც.

კიდევ ერთი კლასიკა, რომელიც ყოველთვის აქტუალური იქნება ბოტილიონთან - ლეგინგებია. ჩაიცვით, არ ინანებთ. კარგი შეხამება იქნება ვიწრო ჯინსი ცხვირღია ბოტილიონებთან, გრძელ მაისურთან და პატარა ჩანთასთან ერთად.

თუ საქმიანი ქალბატონი ბრძანდებით და სამსახურში მიგიჩქარიათ, მაშინ ჩაიცვით სწორი ფორმის შარვალი და ზონრიანი ბოტილიონები. მაგრამ თუ რომანტიკული შეხვედრისთვის ემზადებით, სამოსი შემდეგნაირად "დააკომპლექტეთ": ღია, მაღალქუსლიანი ბოტილიონები ქამრით, მაღალწელიანი მოხდენილი კაბა მუხლამდე და თქვენ შეუდარებელი ხართ.

ზამშის ბოტილიონები ზონრით და ტრიკოტაჟის კაბა ოდნავ მუხლსზემოთ - მშვენიერი "ანსამბლი" იქნება, როგორც სამსახურისთვის, ასევე ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
მაღალქუსლიანი ბოტილიონები ძალიან უხდება მინიქვედაბოლოს ან ე.წ. ქვედაბოლო-ფანქარს. ხოლო იმისათვის, რომ უფრო ჰარმონიულად გამოიყურებოდეთ, ჩაიცვით იგივე ფერის პიჯაკი, რა ფერის ბოტილიონებიც გაცვიათ.

ბოტილიონებს ძალიან უხდება საშუალო სიგრძის ქურქი ან მუხლსზემოთ პალტო. კიდევ ერთ კარგ შეხამებად შეიძლება ჩაითვალოს ბოტილიონები გალიფე შარვალთან და ფართხუნა პერანგთან ერთად.

რასთან ჩავიცვათ ბოტილიონები მაღალ პლატფორმაზე?

პლატფორმა ბოტილიონები შეგიძლიათ ჩაიცვათ ტანზემომდგარ შარვალთან. ასევე, თბილი, შალის მამაკაცური შარვალიც კარგად გამოიყურება ამ ფორმის ბოტილიონებთან ერთად. რაც შეეხება, ქვედაბოლოებს და კაბებს, უმჯობესია თუ პლატფორმა ბოტილიონებთან მათ მუხლსქვემო სიგრძით ჩაიცვამთ.

პალტო კი უკეთესია თუ ე.წ. "კლიოშის" ფორმის იქნება და ისიც მუხლსქვემოთ. შედარებით თბილ ამინდში ამავე სიგრძის დათბილული კარდიგანი ამჯობინეთ. ... და თუ მაინც თქვენი შეხამება ბოტილიონთან ისეთ არ გამოვიდა, როგორიც გირჩიეთ (მაგალითად, გაცვიათ კაბა, რომელსაც არ უხდება თქვენი მოდური ბოტილიონები), არდა, ძალიან გინდათ, მათი ჩაცმა, დაამატეთ ერთი დეტალიც - მომდგარი პიჯაკი და თქვენ უკვე უზადოდ გამოიყურებით.

ფაშფაშა, გრძელი ქვედაბოლოები აბსოლუტურად არ უხდება ბოტილიონებს და არანაირი სხვა აქსესუარი ამ შეხამებას არ უშველის. ასევე "იკრძალება" მასთან ქვედაბოლოები შუაწვივზე.
თუ საღამოზე ან ელიტურ წვეულებაზე გადაწყვიტეთ წასვლა, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ კოქტეილის კაბასთან ბოტილიონები - ძალიან ვულგარული და უხეში შეხამება გამოგივათ.

დაბოლოს... დიაზაინერებმა ძალიან შეიყვარეს ქალების გარდირობის ეს ატრიბუტი, ამიტომაც პოდიუმზე ხშირად ნახავთ ზამშის, ჯინსის, ბეწვის და მაქმანებიან ბოტილიონებს. ამოირჩიეთ თქვენი გემოვნებით, სწორად შეუხამეთ სხვა სამოსს და გვერწმუნეთ, თქვენ შეუდარებელი იქნებით
კატეგორია: მოდა | ნანახია: 1030 | დაამატა: HiLaRioUs | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0