თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 29 » Eat..
4:53 PM
Eat..

დიეტოლოგებმა რეკომენდაციის სახით წარმოადგინეს იმ პროდუქტთა სია, რომლებიც ხელს უწყობს ზედმეტი კილოგრამების მოცილებას.

გაითვალისწინეთ: რჩევები გათვლილია მხოლოდ ჯანმრთელ ადამიანებზე!

ორაგული ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს

ფარისებრ ჯირკვალს ყოველდღიურად სჭირდება იოდის ულუფა ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი ჰორმონების გამოსამუშავებლად. ერთი პორცია ორაგული თავისუფლად შეგივსებთ იოდის დღიურ ნორმას, გარდა ამისა, თევზის ეს სახეობა მდიდარია ცხიმმჟავა ომეგა-3-ით, რაც ხელს უწყობს სიმხნევის, შრომისუნარიანობისა და კარგი გუნება-განწყობის შენარჩუნებას. მიირთვით ახალი ორაგული კვირაში ორჯერ მაინც. შეგიძლიათ, ორაგული ვირთევზათი ჩაანაცვლოთ.

ნუში დიდი ხნით ანაყრებს

ნუში აუცილებლად კანიანად უნდა მიირთვათ, რადგან მასში უამრავი სასარგებლო ფლავონოიდია. ნუშის გულიც და კანიც გულმოდგინედ უნდა დაღეჭოთ. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ საკვებში ნუშის გამოყენება არანაირ გავლენას არ ახდენს სისხლში შაქრის დონეზე. ნუში შეგიძლიათ მიირთვათ ცალკეც და ხილის სალათებთან ერთადაც.

პარკოსნები შაქრის დონეს ამცირებს

ლობიო, ცერცვი, ბარდა, ოსპი ორგანიზმს მცენარეული ცილებითა და უჯრედისებით ამარაგებენ, რაც სისხლში შაქრის დონის შემცირებას უწყობს ხელს. პარკოსნები ორგანიზმს დიდხანს უნარჩუნებს ნაყროვანების გრძნობას. იმისთვის, რომ წონაში აღარ მოიმატოთ, პარკოსნები კვირაში 2-3-ჯერ მაინც მიირთვით.

კვერცხი შიმშილის გრძნობას კლავს

ის, ვინც რეგულარულად მიირთმევს კვერცხს, წონაში სწრაფად იკლებს. კვერცხი ჰორმონთა დონეზე მოქმედებს და მადას აქვეითებს. გარდა ამისა, მასში შემავალი თავისუფალი ჰორმონი ადინოპექტინი ცხიმოვან ქსოვილებში ინსულინის მოქმედებას აძლიერებს, რითაც ცხიმოვანი ცვლის პროცესი უფრო სწრაფად მიმდინარეობს. რომ გახდეთ, მიირთვით ომლეტი, ერბოკვერცხი ან მოხარშული კვერცხი კვირაში ორჯერ ახალ ბოსტნეულთან ერთად.

პომიდორი ზედმეტი სითხისგან გაგათავისუფლებთ

კალიუმის მაღალი შემცველობის წყალობით, პომიდორს ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოჰყავს. ახალი პომიდორი არა მარტო ხელს უწყობს ზედმეტი წონის დაკლებას, არამედ აწესრიგებს საჭმლის მონელების პროცესს და შემაერთებელ ქსოვილებს ამკვრივებს. შეგიძლიათ საუზმეზე ყველისა და პომიდვრის ბუტერბროდიც მიირთვათ.

მატე ცხიმებს წვავს

ეს სამხრეთამერიკული სასმელი კლავს შიმშილის გრძნობას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას, მასში შემავალი კოფეინი აჩქარებს ცხიმების წვის პროცესს, იდეალური ვარიანტია – დილით დიდ თერმოსში დააყენეთ ჩაი და დალიეთ თითო ფინჯანი დღის განმავლობაში ყოველი ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე
კატეგორია: სამზარეულო | ნანახია: 816 | დაამატა: HiLaRioUs | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0