თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 23 » ვინ გაავრცელა სკანდალური ჭორი სოფო ნიჟარაძეზე
7:51 PM
ვინ გაავრცელა სკანდალური ჭორი სოფო ნიჟარაძეზე
ინტერნეტისა და ზოგადად სოციალური ქსელის მოყვარულებს, რომლებიც დიდ დროს ატარებენ ფორუმებზე, გაგებული ექნებათ სიტყვა დატროლვა.

"დავტროლოთ" - ასე ჰქვია პოპულარულ თემას, რომელიც ინტერნეტფორუმის აქტიური მონაწილეებისთვის ალბათ ყველაზე საყვარელი განყოფილებაა. თემაში შეკრებილი ფორუმელები "ფეისბუქზე" პოპულარული ადამიანების პირად გვერდებს ირჩევენ, ერთდროულად შედიან და კედელზე უცნაურ კითხვებს სვამენ ან რაღაც ჭორს იგონებენ. კომენტარები ძირითადად სახალისოა და არანაირ კავშირში არ არის თემასთან, მაგრამ ამ დღეებში სოფო ნიჟარაძე მათი ბოროტი ხუმრობის "მსხვერპლი" გახდა.

სოფოს ფანგვერდის SOFIA NIZHARADZE დატროლვა ჯერ ფორუმზე დააანონსეს და ოცამდე მომხმარებელმა მის პირად გვერდზე საშინელი ინფორმაცია გაავრცელა. "სოფო ნიჟარაძე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა" - ასეთი იყო მესიჯი, რომელმაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. სოფოს ნაცნობებმა და მომღერლისთვის სრულიად უცნობი ადამიანების ნაწილმა ეს ინფორმაცია დაიჯერეს. ფორუმელებმაც არ დააკლეს და დაწვრილებითი ინფორმაციის გასაგებად, "რუსთავი 2"-ზე გადართვა ურჩიეს, სადაც იმ დროს ფილმი გადიოდა. გვერდი 114 991 ადამიანს მოსწონს და დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ეს ამბავი უამრავმა ადამიანმა წაიკითხა. ამასობაში ინფორმაცია რამდენიმეჯერ შეიცვალა, ზოგი წერდა, რომ მომღერალი გადარჩა, ზოგიც ამ ფაქტს უარყოფდა. ხოლო ერთ-ერთმა მომხმარებელმა ავარიის ამსახველი ფოტოც გაავრცელა, რომელიც სავარაუდოდ, ინტერნეტში მოძებნა და მომღერალთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

გაუგებრობა დიდხანს გაგრძელდა, სანამ ფანსაიტზე მომღერლის სახელით განცხადება არ გამოქვეყნდა. არ ვიცით, თავად სოფო მართავს თუ არა საკუთარ ფანგვერდს, მაგრამ ამის შესახებ რომ ნამდვილად შეიტყო, ეს მისი პირადი გვერდიდანაც ჩანს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გადავხედე გვერდზე დაწერილ გამოხმაურებას, ცოტა ვიცინე, ცოტა გავერთე, ზოგს ხუმრობითაც კი ვუპასუხე, მაგრამ ამ ყველაფრის ფონზე დავრწმუნდი, რომ მე მაწუხებს ჩვენი ახალგაზრდების ბედი! ეს რა დღეში არიან, ან არ სწავლობენ, ან არ კითხულობენ, ან საქმე არ აქვთ? რითი არიან დაკავებულნი? სხვისი ცხოვრების არევით, ჭორებით, ახლა კიდევ სიკვდილის გამოგონებით! ვინ იქნება ასეთი ადამიანი მომავალში? რამე დადგება მისგან? ექნება მას ნორმალური სამსახური ან ხელფასი, რომელსაც ასე ნატრულობენ? როგორ უნდა მიაღწიოს ასეთი ფსიქიკის ადამიანმა წარმატებას ცხოვრებაში, როდესაც სხვისი შრომის დანახვა და დაფასება არ შეუძლია და მის გარკვეულ წარმატებას ფიქრობს, თუ რა გამართლება მოუგონოს! ვწუხვარ, სერიოზულად ვწუხვარ!"

გამოხმაურება სოფოს გვერდზე 780 ადამიანს მოეწონა და დაახლოებით 250 კომენტარი გააკეთეს.
"სანამ უსაქმურობა იქნება და ხალხს საქმე არ ექნება, სულ ასე იჭორავებენ, საშინელებებს ილაპარაკებენ, ყურადღებას ნუ მიაქცევ, გავლილი გვაქვს ეგ ამბავი. განათლება უპირველეს ყოვლისა", - ეს კომენტარი მომღერლის ფანგვერდზე მამულიჩამ დატოვა.

ამასობაში სოფოს "ფეისბუქის" პირად გვერდზე, მეგობრები სწერდნენ. მაცაცო სებისკვერაძის შვილის დავით გერსამიას მოკითხვაზე "სოფო, მომენატრე", მომღერალმა თავისი ფანგვერდის ლინკი მიუთითა და მისწერა "შედი, ნახე, რა მოიგონეს შენს მეგობარზე"...

როგორც ჩანს, "ხუმრობამ" სოფო ძალიან გააბრაზა, თუმცა ფორუმელებმა საკუთარი კომენტარები წაშალეს და სოფოს პირად გვერდზე მხოლოდ ის განცხადება დარჩა, რომელიც მომღერლის სახელით გამოქვეყნდა.

ამ დღეებში ინტერნეტტროლინგის მსხვერპლნი გახდნენ: მომღერალ ბერა ივანიშვილის ოფიციალური გვერდიც, სადაც ძირითადად მისი თაყვანისმცემლები გააბრაზეს, ლედი გაგა, რომლის უცხოელი ფანების ნაწილმაც ექსცენტრიკული მომღერალი ცოცხლად გამოიგლოვა, და თამუნა მუსერიძე, რომელსაც რადიო "აფხაზეთის ხმაზე" გადაცემა მიჰყავს, ის პირდაპირ ეთერში გადარიეს, თუმცა წამყვანი მიხვდა, ვინ იყვნენ უცნაური ზარის ავტორები და ფორუმელებს ხუმრობაში აჰყვა.

ვინ იქნება მათი შემდეგი სამიზნე, ჯერჯერობით არ ვიცით, თუმცა ერთ დღეს, რომელიმე ქართველი მომღერლის ან მსახიობის ფანგვერდიდან რომ გაიგოთ, გარდაიცვალა, ტყუპს ელოდება ან საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭს იყრისო, ნუ დაიჯერებთ, გადაამოწმეთ, შეიძლება, თქვენც ინტერნეტტროლინგის "მსხვერპლი" გახდეთ.

                                                                                                წყარო/Source: Ambebi.ge
კატეგორია: ქართველები | ნანახია: 878 | დაამატა: AdeleFan | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0