თქვენ შემოხვედით როგორც სტუმარი 
მთავარი » 2011 » ნოემბერი » 21 » დისნეი
11:35 PM
დისნეი
ჯერ მულტფილმებიდან დავიწყოთ, გადავხედოთ რამოდენიმეს

რაპუნცელი:ჩახლართული ამბავი

ჟანრი: ფანტასტიკა, კომედია, ანიმაციური, მელოდრამა ...
სლოგანი: They're taking adventure to new lengths...
გამოშვება: 24 ნოემბერი 2010
რეჟისორი: ბაირონ ჰოვარდი
სტუდია: უოლტ დისნეი ფიქჩერზი, უოლტ დისნეი ენიმეიშენი
როლებში: რონ პერლმანი, მენდი მური, ზახარი ლევი, მ.ს. გეინი,
ბრედ გარეტი, ჯეფრი ტემბორი, დონა მერფი

ფილმის შინაარსი

მომხიბლველი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი ლამაზია, უყვარს ბევრი ლაპარაკი და
იღბლიანიცაა. ერთხელაც იგი უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ კოშკზე.
ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. მას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა აქვს. რაპუნცელი
კოშკშია ჩაკეტილი...

მოდით ეხლა 'დისნეის' მამის ბიოგრაფიას გავეცნოთ

უოლტერ ელიას დისნეი
(Walter Elias Disney; დ. 5 დეკემბერი,
1901, ჩიკაგო ― გ. 15 დეკემბერი,
1966, ბერბანკი) — ამერიკელი კინოპროდიუსერი, რეჟისორი, სცენარისტი, გამხმოვანებელი,
ანიმატორი და ფილანტროპი. "უოლტ დისნეი პროდაქშენზის" თანადამფუძნებელი (მის ძმა
როისთან ერთად), დისნეი მსოფლიოში ყველაზე კარგად ცნობილი კინოფილმების მწარმოებელი
გახდა. მის მიერ დაფუძნებულ კომპანიას, ამჟამად The Walt Disney Company, ყოველწლიურად
დაახ. $30 მილიარდი დოლარის შემოსავალი აქვს.
უოლტ დისნეი განსაკუთრებით ცნობილია როგორც კინოპროდიუსერი, პოპულარული შოუმენი,
ინოვატორი ანიმაციაში და თემატური პარკების დიზაინში. მიღებული აქვს 26 ოსკარი (მათ
შორის ოთხი ერთ წელიწადში) და დამატებით 59 ნომინაცია, რის გამოც ინდივიდუალურ რეკორდს
ფლობს, როგორც ნომინაციებში, ასევე მიღებულ ოსკართა რაოდენობაში.[1] მას ასევე მიღებული
აქვს შვიდი ემის ჯილდო. დისნეის შექმნილი აქვს რამდენიმე მსოფლიოში ყველაზე განთქმული
პერსონაჟი, მათ შორის მიკი მაუსი, რომელსაც დისნეის ალტერ ეგოდ მიიჩნევენ. მისი სახელი
ქვია დისნეილენდს და დისნიეუორლდის თემატურ პარკებს აშშ-ში, იაპონიაში, საფრანგეთსა და
ჩინეთში.
დისნეი გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი 1966 წლის 15 დეკემბერს ფლორიდაში მისი ოცნების
პროექტის დისნეიუორლდის გახსნამდე რამდენიმე წლით ადრე.

____
მოდით დისნეი ლენდიდან გავაგრძელოთ
მცირე ისტორია
___________________
[img]http://1.bp.blogspot.com/_E6E-dVXl_wY/Sbntx7qaYTI/AAAAAAAAAL8/QysueRM_a14/s400/Where%20the%20Magic%20Began1024x768.jpg[/img]
ყველა ბავშვის ახდენილი თუ აუხდენელი ოცნებაა დისნეილენდის ნახვა. თუკი პარიზში გამგზავებას გადაწყვეთ, აუცილებლად მოინახულეთ დისნეი ლენდი, მერე რა თუ ბავშვობის ასაკს დიდი ხანია
გადაცდით. აქ თქვენ ზაღპრული სამყარო გელოდებათ და აისრულებთ ბავშვობის ოცნებას.
შეხვდებით თქვენს საყვარელ გმირებს დისნეის ანიმაციური ფილმებიდან. შვილებთან ერთად კი
დისნეი ლენდს უპირობოდ უნდა ეწვიოთ.

ცნობილი ამერიკელი ანიმატორის. კინოპროდიუსერისა და შოუმენის უოლტ დისნეის სახელობის
გასართობი პარკი პარიზში 1992 წელს გაიხსა და დღემდე მილიონობით ტურისტის საყვარელ ადგილად
რჩება. ერთხელ ვოლტ დისნეიმ,თავისი ქალიშვილები გასართობ პარკში წაიყვანა. მაგრამ პარკი
უჭყიანი იყო და აღფრთოვანებას არ იწვევდა. "მინდა წავიყვანო ჩემი შვილები უკეთეს ადგილზე. მე
მინდა არსებობდეს ისეთი ადგილი სადაც ოჯახები ერთად გაერთობიან”- ამ ჩანაფიქრის
განსახორციელებლად გაიხსნა პირველი დისნეი ლენდი კალიფორნიაში. შემდეგ ფლორიდაში, მას მოჰყვა ტოკიო და პარიზი.

დისნეი ლენდში 5 თემატური ტურია. თქვენ შეგიძლიათ მათგან მხოლოდ ერთი აირჩიოთ, ხოლო თუ შესაძლებლობა გაქვათ გირჩევთ ხუთივე ტური შეიძინოთ.

დისნეი ლენდი თავისი მასშტაბურობით გაგაოცებთ. აქ წარსული და მომავალი ერთმანეთშია
გადაჯაჭული. აქ ყველაფერია, რომ ერთდროულად წარსულშიც იმოგზაუროთ და თანამედროვე
ექსტრემალურ ატრაქციონებსაც გაუგოთ გემო. დისნეი ლენდის 5 თემატური ტური კი შემდეგნაერად ნაწილდება. პირველი ტურია ‘მთავარი ქუჩა’ - სადაც გასული საუკუნის ამერიკაა გაცოცხლებული.
წარსული, როდესაც უოლტ დისნეი ჯერ კიდევ ბავშვი იყო და ფლორიდაში ცხოვრობდა.
დამეთანხმებით 1900-იანი წლების გახსენება 21 საუკუნიდან ურიგო ნამდვილად არ არის
_______________________

აქვე კიდევ ერთი თემა განვიხილოთ
DISNEY-ს ყველაზე წარმატებული თაობა
მაილი საირუსი - გზა ჰანა მონტანიდან, სექსუალურ მაილიმდე
დემი ლოვატო - დისნეის ყველა დროის საუკეთესო მომღერალი
სელენა გომეზი - ლამაზი ბარბის წარმატების საიდუმლო
_________________
მაილი

2006 წელს ახალგაზრდა გოგონამ სახელად მაილი, ჰანა მონტანას როლით მთელი მსოფლიოს
დაპყრობა მოახერხა. კეთილი ნიჭიერი გოგონა, მსოფლიომ უმალ შეამჩნია და შეიყვარა. სერიალმა
კუთვნილი ადგილი დაიკავა კინო ჩარტებში და 4 წელი ლიდერობა არ დათმო.
წლები გადიოდა პატარა ჰანა კი ნელ ნელა ზრდასრული ქალი ხდებოდა, მისი პოპულარობა კი
არარეალურად დიდი იყო.
2006 წლიდან 2008 წლის ჩათვლით გოგონა ეტაპობრივად ვითარდებოდა და გარკვეუილ გარდატეხებს
ახდენდა საკუთარ ცხოვრებაში. უბრალო გოგონა ნელ ნელა დაიხვეწა და მისი ცვლილებაც ყველამ
კარგად მიიღო.
2009-2010 წლებში საირუსი ნამდვილად ქალად იქცა. მაყურებელმა ის როგორც სექსუალური ახალგაზრდა მიიღო და რასაკვირველია მისი რეიიტნგიც საგრძნობლად გაიზარდა. მართალია მაილის ახალმა იმიჯმა მშობლები გააღიანა, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია მისი რეიტინგის სწრაფ ზრდაში
2011 წელი . სრულებით შეცვლილი, განსხვავებული და გამორჩეული. ქალი, რომელმაც სამყაროს
ნამდვილი ცვილება აჩვენა, ვარსკვლავი, რომელმაც თავისი გარდატეხით ყველა გააოცა. 2011 წელს
მსოფლიომ დახვეწილი და კიდევ უფრო გალამაზებული მაილი ნახა

დემი ლოვატო

დემი ლოვატო კი 2006 წელს სერიალ "გაქცევაში" გახდა ცნობილი. გოგონა მანამდეც საქმიანობდა,
თუმცა გაქცევამ მისი დაბრუნება განაპირობა. ის ერთი ჩვეულბრივი გოგონა იყო, რომელიც ძალიან
მცირე დროში იქცა ვარსკვლავად.
2006-2008 წლებში დემი სტილს იცვლიდა. უბრალო გოგონა ნელ-ნელა დაიხვეწა და მაყურებელმაც
ეკრანებზე ადვილად მიიღო.
2009-2010 წლებში კი მან ძალიან დიდი ტრანსფორმაცია განიცადა. გოგონა რადიკალურად შეიცვალა
და ძალიან ბევრი ადამინის ყურადღების ქვეშ მოექცა. სწორედ 2010-ში დიაწყო ყველაზე რთული
პერიოდი.
2011 წელი . სექსუალური და ძლიერი როგორც არასდროს. მომღერლის დაბრუნება საკმაოდ წარმატებული გამოდგა, ის სრულიად შეცვლილი დაბრუნდა. მართალია წონის პრობლემები დღემდე აქვს, მაგრამ
დღითიდღე კიდევ უფრო და უფრო ლამაზდება

სელენა გომეზი

ჯადოქარი ალექს რუსო . სწორედ ამ როლით გაიცნო დისნეის მაყურებელმა სელენა გომეზი და
სხვათასორის ძალიან მალე შეიყვარა. სერიალი ძალიან წარმატებული გამოდგა და დღემდე ასეა.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ეს ყოველივე წარსულს ჩაბარდა, სელენა მაინც თბილად იხსენებს
კომპანიაში გატარებულ პერიოდს
2006-2008 წლებში სელენა გომეზი ნელ-ნელა ვითარდებოდა. ის წლებთან ერთად თითქოს არც
შეცვლილა, თუმცა დისნეის ბარბი ახლა უკვე ზრდასრული ქალია
2009-2010 წლებში სელენა გომეზი რადიკალურად განსხვავებული გახდა. ბარბის იმიჯის ცოტა სექსუალურობაც დაამატა და წარმატებაც გაიორმაგა.
2011 წელი. დახვეწილი, სექსუალური და ქალური. მოკელდ წლევანდელ წელს სელენა გომეზი ძალიან წარმატებული იყო და ამავდროულად გასაგიჟებლად ლამაზი.
[img]http://www3.pictures.zimbio.com/gi/Demi%20Lovato%202011%20NCLR%20ALMA%20Awards%20Show%20_4mvoZEIs_Ll.jpg[/img]

კატეგორია: საინტერესო | ნანახია: 2421 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
კალენდარი
«  ნოემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
ჩვენი გამოკითხვა
ადელის წონა თქვენთვის მიუღებელია?

სულ უპასუხა 69_მა
მინი-ჩეთი
Post
საიტის მეგობრები
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0